მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "კვარცხლბეკზე დაბრუნება", კლუბის სპორტული დირექტორი, ერიკ შტოფელსჰაუსი გააკრიტიკა.
"ჩემთვის დღემდე გამოცანაა, როგორ, რანაირად, რა დამსახურებისათვის გახდა კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ შტოფელსჰაუსი, რომელიც განათლებით მომარაგების ეკონომისტია და რომელსაც ევროპაში არავინ არ იცნობს.
"შალკეში" მენეჯერის თანაშემწე იყო, ანუ მეორე თუ მესამეხარისხოვანი თანამდებობა ეკავა. როგორ უნდა იმუშავოს ჩვენთან, თუ რუსული არ იცის? მე ასე მგონია, რომ როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ სამუშაოდ, მათი ენა აუცილებლად უნდა ისწავლო.
ბატონმა შტოფელსჰაუსმა მოასწრო ის, რომ მის კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანეთ.
მაგალითად, წინააღმდეგი იყო "რუბინიდან" საბა კვირკველია შეგვეძინა და თანახმა იყო ალეკსეი მირანჩუკი გაგვეშვა, რომელიც არ მოსწონდა.
ასე თქვა:"დაე, ფული დაგვიმატონ და წაიყვანონ კვირკველია".
ახლა ჩვენს ქართველში "ლესტერი" კარგ ფულს იხდის, ძმები მირანჩუკები კი ჩვენი კლუბის აღზრდილები არიან, მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდნენ და გუნდის მომავალს წარმოადგენენ. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ სამეულის გარეშე "ლოკო" მესამეჯერ გახდებოდა რუსეთის ჩემპიონი".
შენიშვნა: წიგნი დაიბეჭდა ზამთარში, როდესაც კვირკველიას სამსახურით "ლესტერი" იყო დაინტერესებული.