
Whoscored-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრებში მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია შეიყვანა.
საბას კრასნოიარსკში "ენისეის" თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა მატჩის 51-ე წუთზე ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მან მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა.
Whoscored-მა სიმბოლურ გუნდში აგრეთვე "ლოკოს" ოთხი ფეხბურთელი შეიყვანა, ხოლო თავდამსხმელი ედერი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
რუსულმა championat-მა, რომელიც სიმბოლურ ნაკრებს ადგენს, კვირკველია ტურის გუნდში არ შეიყვანა.
31 ოქტომბერს "რკინიგზელები" რუსეთის თასზე "ენისეის" მასპინძლობენ და ისევ შედგება კვირკველიასა და სარქისოვის დუელი.
