გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.

არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.

სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.

"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Icit ra poziciaze itamsha?
Gio
31 ოქტომბერი 2018 03:24
0
წარმატებები ჩაკვე ავთ მსოფლიოს რომელიმე დიდ საფეხბურთო კლუბში :***
T.k
31 ოქტომბერი 2018 02:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული