ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

championat.com: ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლის ალბათობა 70%-ია - ლოგიკური იქნებოდა მისი გულიევში გაცვლა

AutoSharing Option
რუსულმა championat.com-მა წერილი მიუძღვნა მოსკოვის "სპარტაკს" და გუნდიდან ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძეს შესაძლო წასვლის საკითხსაც შეეხო.

"უკანასკნელ წელიწადნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკში" მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამ სიტუაციაში ლოგიკური იქნებოდა ჯანოს აიაზ გულიევში გაცვლა, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვაზე "სპარტაკს" პრიორიტეტული უფლება აქვს.

უპირველეს ყოვლისა, გულიევი თავისუფალი და კრეატიული ნახევარმცველებიდან ერთადერთია. შეგახსენებთ, ობლიაკოვი და ახმეტოვი ცსკა-ში გადავიდნენ. თანაც, ანანიძე "როსტოვის" ლიდერი იყო და ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. და კიდევ: ქ
ართველ ფეხბურთელს "სპარტაკში" უბრალოდ არ უმართლებს".

გულიევი წარმოშობით აზერბაიჯანელია, "სპარტაკის" აღზრდილია და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს.

ასევე დაგაინტერესებთ