football.ua-მ "ჰოფენჰაიმთან" ხოჭოლავას თამაში 5.5 ბალით შეაფასა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "შახტარის" მიერ სტუმრად "ჰოფენჰაიმის" დამარცხება (3:2) football.ua-მ მიმოიხილა და სამივე ცენტრალური მცველის (მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა) დავით ხოჭოლავას, სერგეი კრივცოვის და ნიკოლაი მატვიენკოს თამაში 5.5 ბალით შეაფასა.

"ისევე როგორც დაცვის ცენტრში მისი პარტნიორების, ქართველის მიმართაც არსებობს პრეტენზიები. ორივე გაშვებული გოლისას სწორედ ცენტრბეკებმა დაუშვეს შეცდომები. ამასთან, დავითი კარგად გაისარჯა მეორე სართულზე, როდესაც საკუთარ კართან რამდენიმეჯერ განმუხტა დაძაბულობა", - აღნიშნავს პორტალის ჟურნალისტი რომან პეტრენკო.

ყველაზე მაღალი შეფასება - 8.0 თავდამსხმელმა ტაისონმა დაიმსახურა, რომელმაც
კომპენსირებულ დროში გაიტანა გამარჯვების გოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული