საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ნიკა ხარატიშვილის გოლით გახსნა, გიორგი ღავთაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ოთარ ბერეჩიკიძემ კი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 11 აპრილს, კოსოვოს წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. 16 აპრილს, ჩვენი გუნდი მეინ რაუნდს საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.
ოთხი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი
ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
nakrebi.ge