ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ეუპენი".

მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე სტალონე ლიმბობმემ შეცვალა.

ანგარიში მე-12 წუთზე მცველმა სიგურდ როსტედმა გახსნა, რომელიც უკანასკნელ მატჩებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 29-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სულეიმან მარემ და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, 78-ე წუთზე კი "ეუპენს" მეორე გოლი ისევ მცველმა გაუტანა - ამჯერად დილან ბრონმა.

"გენტმა" 28 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე გადავიდა და 14 დეკემბერს გასვლაზე "შარლერუას" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ