ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პლიმუთთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ვატამ ბურთი ხარიხას გაარტყა, ბაას მეკარე ჰაზარდმა არ გაატანინა, ორი კარგი მომენტი კი ბაიომ ვერ გამოიყენა და აუტსაიდერის დამარცხება ვერ შეძლეს.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 6.9, whoscored 6.7.

„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 53 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 აპრილს სტუმრად „ბრისტოლს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - პლიმუთი
0:0


მკითხველის კომენტარები / 8 /
გუშინდელ თამაშს ვუყურე ძალიან სუსტად და საცოდავად თამაშობს უოტფორდი. ამათ ხელში ჩაკვე ბოლომდე ვერასდროს გაიშლება და ვერასდროს გამოავლენს თავის დონეს და პოტენციალს . და ვინც მხოლოდ მისი სტატისტიკით სჯით ჩაკვეს თქვენ ფეხბურთის აზრზეც და წარმოდგენაზეც არა ხართ ან ბოღბიანები ხართ რომლებიც ჩასაფრებულნი არიან რომ დაიჭირონ ვითომ გასაკრიტიკებელი მომენტი და შური შინაგანად როგორც სიმსივნე ისე განადგურებთ . ბურთის ამოტანა ამას უწევს . ფლანგის გაშლა ამას უწევს შეტევის წამოწყება ამას უწევს. და რას თხოვთ ამ ბიჭს? როგორი მაგარიც არ უნდა იყო ამ წუმპეში ვერაფერს გახდები. იმედია შემდეგ სეზონს ნამდვილად წავა პრემიერ ლიგაში და გაცილებით უკეთეს გუნდში და ამდენი შრომა წყალში არ ჩაეყრება . იქ არის მისი ადგილი და ღმერთმა დაიფაროს რომ არ დაუფასდეს ამდენი გაკეთებული. ძაან ბევრი გამოიარა და იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს ❤️
mate
10:30 30-03-2025
0
საქართველოს ნაკრები ჩაკვეს გარეშე და ჩაკვესთან ერთად, უბრალოდ ორი სხვადასხვა გუნდია. ასე, რომ ესეიგი უოტფორდი ვერ უბამს მხარს. სტატისტიკაც რაც შეეხება, ნახევარმცველების სტატისტიკა oppa.com-ზეა და შეგიძლიათ ნახოთ. ჩაკვეს თავდასხმის ზონაში გადაყვანაც შეუძლია მწვრთნელს, მაგრამ ბურთის ამომტანი არ ყავთ ფიზიკურად და არვიცი რა გამოვა. უარესი იქნება, ვერავინ მიუტანს ბურთს.
სიმენონი
23:34 29-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული