ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ანანიძე "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა და "სპარტაკთან" თამაში აუკრძალეს

AutoSharing Option
ქართველმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ დღეს მოსკოვში "კრილია სოვეტოვში" მედშემოწმება გაიარა და ამ გუნდის ფეხბურთელი გახდა.

ანანიძე "კრილიაში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯანო "სპარტაკმა" სამარულ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ხელშეკრულების მიხედვით მას ამ პერიოდში "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არა აქვს.

ჯანო "კრილია სოვეტოვთან" ერთად ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე გაემგზავრება.

ის "სპარტაკის" შემადგენლობაში 2017 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო როდესაც 2013/2014 წლების სეზონში "როსტოვში" იყო განათხოვრებული, რუსეთის თასის მოიგო და მაშინ იმ გუნდს "კრილიას" ამჟამინდელი თავკაცი მიოდრგ ბოჟოვიჩი წვრთნიდა.

altდღეს ჯანო მედშემოწმებას

გაივლის და "კრილია სოვეტოვთან" ერთად საამიროებში გაემგზავრება

altბავშვობა დასრულდა - ჯანო ანანიძეს კარიერაში გარდამტეხი მომენტი დაუდგა

alt"ვიტესში" გადასვლა მსურდა, მაგრამ არ გამოვიდა, მივდივარ "კრილიაში" - ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელია

ასევე დაგაინტერესებთ