"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
თქვა ადამიანმა რომელსაც ფეხბურთი არ გამოუვიდა და სპარტაკს დაყვება იქით აქეთ. რუსული ჩემპიონატის იქით ვერსად გაიხედა. პირიქით უფრო დიდ კლუბში და უფრო ძლიერ მწვრთნელთან უდა გადავიდეს რომ შესაბამისი სათამაშო სქემის ნაწილი გახდეს. დარჩენა უნდა იმ მოთამაშეებს რომელიც ადაპტაციას ვერ გადიან პირველ წელს გუნდში
3
ჯანოს რომ სცოდნოდა,რა ქარიშხალსაც სთესდა,სიტყვას არ დასძრავდა კალაძეზე:)

ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ ჯანოს,კარგ პიროვნებასა და,სამწუხაროდ,ბოლომდე გაუხსნელ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს.
მერაბი
10:48 25-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული