საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას აღმოსავლეთ გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.
გიორგის უკვე მოუწყვეს პრეზენტაცია და 1-ნომრიანი მაისურა გადასცეს.
ის "მაგდებურგში" თავისუფალი გენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისმდე გაუფორმეს.
"მაგდებურგი" 18 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ამ გუნდმა ძირითადი კიპერი გაყიდა და სავარაუდოდ ლორია ძირითადი მეკარე იქნება.
მე-2 ბუნდესლიგა 29 იანვარს განახლდება და ლორიას გუნდი აუეს "ერცებირგეს" უმასპინძლებს.
ასე რომ, გიორგის უკლუბოს
ყოფნა დასრულდა და თანაც, არც აზერბაიჯანში და არც ყაზახეთში არ იასპარეზებს.