ზივზივაძის "კარლსრუემ" "მაგდებურგთან" ქულები გაიყო

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის მეექვსე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუზავდა - 2:2.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მცველის, ბეიფუსის შეცდომის შედეგად ამაეჩიმ ვაისის კარი დალაშქრა. შემდეგ გნაკას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სტუმრებმა კი ორი მომენტი შექმნეს და ორივე გოლით დააგვირგვინეს - თავი იენსენმა და ვანიტცეკმა გამოიჩინეს. მეორე ტაიმში „მაგდებურგი“ იერიშებზე გადავიდა, კაარსმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჰერხერმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, თუმცა ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ
ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი ასპარეზობა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.0, flashscore 7.0, sofascore 6.9.

„კარლსრუე“ 14 ქულით მეორე ადგილზეა (ამდენივე ქულა, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვს ფორტუნას) და 29 სექტემბერს გასვლაზე „კიოლნს“ დაუპირისპირდება.

მაგდებურგი. „ავნეტ რენა“
მაგდებურგი - კარლსრუე 2:2
გოლები: 1:0 ამაეჩი (50), 1:1 იენსენი (24), 1:2 ვანიტცეკი (30), 2:2 ჰერხერი (78)

altბუდუმ დუბლით "კარლსრუეს" გამარჯვება მოუპოვა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუდუს ხათრით ვუყურე ამ თამაშს. ერთი რამ ვერ გამიგია, კარლსრუეს ორივე ცენტრალური მცველი, რისთვის იყვნენ მოედანზე, ან საერთოდ როგორ ხვდებიან ძირითადში? ეგენი ბუნდესლიგაში უნდა თამაშობდნენ და ლაშა დვალი კვიპროსში?..
გიორგი
19:22 22-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული