Sport.ua: დავით ხოჭოლავას ძირითადის წევრად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია

AutoSharing Option
უკრაინული გამოცემა Sport.ua-მ დონეცკის "შახტარის" მცველების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ასევე გუნდის ქართველ ფეხბურთელს დავით ხოჭოლავასაც შეეხო.

სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა - "შახტარი": იდეალური მცველის ძიებაში.

გამოცემა გუნდში წარსულში მყოფ და ამჟამინდელ მცველებს აფასებს და ხოჭოლავაზეც წერს:

"გასულ სეზონში დონეცკელთა ბანაკში დავით ხოჭოლავა გამოჩნდა. ქართველმა მცველმა "შახტართან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხოჭოლავა ფონსეკას გუნდში "ჩერნომორეციდან" გადავიდა. კუჩერისა და ორდეცის ტრავმის გამო, ხოჭოლავას საკმარისი შანსები და სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ძირითადის სრულფასოვან ფეხბურთელად ვერ დავარქმევთ, უფრო როტაციის ფეხბურთელია", - წერია საიტზე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მოკლედ, თუ ფეხბურთის თამაში უნდა, პირველივე ნორმალური წინადადების მიღებისთანავე ხოჭოლავა უნდა მოსცილდეს შახტარს და ხახოლებს საერთოდ! იმედია ამ წინადადებას რუსები არ გაუკეთებენ?! ))
aburjga
19:03 27-01-2019
0
კაი რა თარგამაძეზე ან კობახიძეზე უკეთესები რით იყვნენ მაშინდელი შახტარის პოზიციური კონკურენტები . თარგამაძეს გამწარებული ყავდა კიევის დინამო და შახტარი ისეთი სეზონი ქონდა თავზე დაახია ყველას ბურთი მარტო იგებდა თამაშებს და ტიპი მოსპეს ორჯერ დაამტვრევინეს ნაღდი ვიცი რო შახტარის მფლობელებს იგივე პოლიტიკა აქვთ რაც რუსულ გრანდებს
გიოსვანი
18:06 26-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული