ua-football.com: შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და დავით ხოჭოლავას არადამაჯერებლობა

AutoSharing Option
მეორე თურქულ შეკრებაზე "შახტარი" ამხანაგურ მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" 0:2 დამარცხდა და როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ისევ სუსტად ითამაშა დონეცკური გუნდის დაცვამ.

ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

მიმოხილვაში ua-football.com-ი ხაზს უსვამს იმას, რომ მართალია, სპარინგები პირველ რიგში გუნდის შესათამაშებლად იმართება და შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შემაშფოთებელია დაცვის შეცდომები და ხოჭოლავას არადამაჯერებლობა.

"მეტოქემ პირველ ტაიმში ორნახევარი შეტევიდან ორი გოლი გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან "პარიზანმა" სწრაფი იერიში განახორციელა, ბურთი ცენტრში ჩააწოდა და ნიკოლიჩმა
გოლი გაიტანა. სად იყვნენ "შახტარის" მცველები? უცნობია. შემდეგ კი უზუსტო გადაცემა გააკეთა ხოჭოლავამ, საკუთარ მოედანზე ბურთი მეტოქეს აჩუქა და შჩეკილმა 20 მეტრიდან დალაშქრა ჩვენი კარი", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, პირველ შეკრებაზე "შახტარის" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ.




მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ შახტარის ფეისბუქ გვერდზე გარჩევა და მერე ილაპარაკეთ,ნიკოლაი ხაიტულის კომენტარით,პირველი გოლი ცენტრიდან კი გავიდა მაგრამ ბურთი დაკარგა მარლისმაო,ხოჭოლავამ გადაწყობა ვერ მიასწრო ფიზიკურადო,მეორე ბურთი ნახევარმცველმა სტეპანენკომ ვერ დაამუშავა ხოჭოლავას გადაცემის შემდეგო,ვიდეოცაა სხვათაშორის და ჩანს ყველაფერი,ინფორმაცია გადაამოწმეთ სანამ უსინდისო კომენტარს გააკეთებთ,გეტყობათ კოჭებზე როგორ გიყვართ ქართველი ფეხბურთელები.
გეგა
13:56 04-02-2019
1
უკრაინელი ჟურნალისტები როგორც ჩვენთან რუსთავი ორია იგევეა რა დეზინფორმაციას ავრცელებენ
irakli
22:16 03-02-2019
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული