ლევან ხარაბაძემ "ნაპოლისთან" მატჩში საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
გუშინ, 14 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "ნაპოლისთან" წაგებულ (1:3) მატჩში "ციურიხის" ქართველი მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored.com-მა 6.4 ქულით შეაფასა.

Sportall.Ge

ეს შეფასება "ციურიხის" მოთამაშეებს შორის მხოლოდ 2-ს ჩამორჩება. ბენჯამინ კოლოლი 6.8 ქულით შეფასდა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით შვეიცარიელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა. ანალოგიური შეფასება მიიღო ჰეკურან კიეჟუმაც.

მთლიანად მატჩში საუკეთესო კი "ნაპოლის" შემტევი ხოსე კალეხონი იყო, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. მან Whoscored-ისგან 8.6 ქულა მიიღო.

საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 21 თებერვალს გაიმართება.

altევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხარაბაძის "ციურიხი"

უშანსოდ, ხოჭოლავას "შახტარს" კი შანსი დარჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე-2 და მე-3 გაშვებულ გოლებში თავისი წვლილი ლევანსაც მიუძღვის,მე-2 გოლში განსაკუთრებით,მაგრამ ეგ არაფერია,ჯერ 19წლისაა და დიდი პოტენციალი გააჩნია,მჯერა კიდევ უფრო მოუმატებს. მეტი სპორტული სითამამე,თავდაჯერებულობა და დაცვით ფუნქციებში მომატება მართებს და წამყვანი ფიგურა გახდება როგორც ციურიხში,ასევე ნაკრებშიც.
giorgi
20:19 15-02-2019
2
ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება თავის თანაგუნდელებთან შდარებით ჰქონდა,ხოლო ცალკე საერთო შეფასებით და მაჩვენებლით ამ შეფასებისგან ცოტა შორს არის. ციურიხმა როგორც ითამაშე ისეთი შედეგი მიიღო. ხარაბაძეს კი შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი ემოძრავა, ასეთი მიდგომით გუნდისთვისაც მეტად სარგებლიანი იქნება და თავისთვისაც. ჯერ კი 19 წლისაა და გუნდშიც ახალი მისულია თუმცა ცოტა მეტს მოველოდი, ნუ ნაკლებ შეცდომებს მაინც. ეს რათქმაუნდა კრიტიკისთვის არ დამიწერია. წარმატებები
ილარიონი
17:57 15-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული