შეეძლო თუ არა გიორგი ლორიას "მაგდებურგის" გადარჩენა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მაგდებურგი" თითქოს მეორე ბუნდესლიგიდან გასავარდნად იყო განწირული, მაგრამ რაც ამ გუნდში მეკარე გიორგი ლორია გადავიდა, 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

"მაგდებურგის" გულშემატკივრებმაც ისევ დაიწყეს გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე სიარული - "პადერბორნთან" შეხვედრას 27 250-იან "MDCC არენაზე" 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ნახეთ ამ მატჩის ვიდეომიმოხილვა და შეაფასეთ ლორიას თამაში - შეეძლო თუ არა გაშვებული გოლისას თავისი გუნდის გადარჩენა და საერთოდ, რამდენად კარგად ითამაშა.

გიორგიმ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, მომავალ ტურში კი
"მაგდებურგი", 1-ელ მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 18 /
აუღებელი არ იყო მაგრამ რთული ასაღები იყო, თან მცველიც ეფარებოდა და ბურთიც ფეხზე დააჯდა თავდამსხმელს. 10 დან ერთხელაც შეიძლება ვერ დაარტყას ესე.
მე უფრო შორიდან დარტყმულის ცხვირწინ მოგერიება არ მომეწონა. უხეში შეცდომა იყო, რომელსაც არ გაპატიებს წესიერი ფორვარდი.
წარმატებები ლორიას, უნდა მოუმატოს გვჭირდება მისი კარგი თამაში :(
გიორგი444
26 თებერვალი 2019 12:32
0
"შორიდან დარტყმულის ცხვირწინ მოგერიება არ მომეწონა"-მართალია, მაგრამ მაინც კარგად დაუფარა კუთხე
ziz
26 თებერვალი 2019 17:36
0
როგორც გუნდმა ისე ლორიამ საშუალო დონეზე ითამაშეს და დარწმუნებული ვარ ამ ბურთს ვერავინ ვარ აიღებდა თუ ძალიან არ გაუმართლებდა,
roma bejanidze
26 თებერვალი 2019 11:34
0
1-2 მეკარე თუ აიღებდა მაგ დარტყმულს. და, რამდენსაც გინდათ იმდენ მაგის მსგავს დარტყმულს ნახავთ, დიდ მეკარეებს რომ აქვთ გაშვებული.
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2019 08:35
2
მივმართავ კრიტიკოსებს : ერთი თქვენი მოსაწონი ვერც მეკარე დაიბადა საქართველოში და ვერც ფეხბურთელი
Emzar Duisburg
25 თებერვალი 2019 22:46
6
არც გვყოლია არასდროს მაღალი დონის მეკარე.
ვასო
26 თებერვალი 2019 11:12
1
ლორია მანამდე ორჯერ შეცდა,მაგრამ გოლის მომენტში,ადგილი სწორად ეკავა,ორივე კუთხე ღია იყო და თან მცველიც თითქოს იცავდა,მაგრამ მცველი შეცდა პოზიციურად და თავდამსხმელსაც,ბურთი ფეხზე კარგად მოაჯდა.რეაქცია ვერ მოასწრო.ზიგიერთი მეკარე აიღებდა,მაგრამ ალბათ სულ რამდენიმე.არა უშავს,ფორმაში შევა.
სოსო
25 თებერვალი 2019 22:04
0
ასპროცენტიანია, მაგარი ახსნა იყო ძალიან! ზუსტად მაგას ვფიქრობდი რო ვუყურებდი გოლს ))
რა მაფიაა?
25 თებერვალი 2019 23:15
1
დარტყმას მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე თუ მოიგერიებდა. სამწუხაროდ ლორია და ნაკრების სხვა მეკარეები, ამ კლასის ჯერ არ არიან , როგორც სხვა ფეხბურთელები, ჩაკვეტაძის გარდა, რომელსაც სხვებზე მეტად აქვს პროგრესირების მუხტი...
გუსანი
25 თებერვალი 2019 21:17
6
ასეთი ბურთის აღება ნებისმიერი მეკარისთვის გამართლებაა ნე ეხლა მსოფლიოში წამყვან მეკარებს არ ვგულისხმობ. ერთი ორჯერ შეცდა ერთხელ კარიდან არასწორად გამოვიდა მეორე შორიდან დარტყმული ბურთი ცხვირწინ მოიგერია. მოკლედ რა საშვალო შეფასება
გოგა
25 თებერვალი 2019 21:06
1
ლორია მაგას ვერ აიღებდა, მარა ორჯერ ქაჯურად ითამაშა, როგორც სჩვევია და გადარჩა. დაბალი კლასია, მაკარიძე ჯობია და სამი თამაში თუ მოასწრო ძირითადში, ალბათ მისი დაყენება აჯობებს, მარა ვაისას ლორია და დვალიშვილი ურჩევნია
ვასო
25 თებერვალი 2019 20:02
19
მაკარიძე არ იყო ირლანდიასთან რომ გამოვარდა გიჟივით და გოლიც გაგვიტანეს
Emzar Duisburg
26 თებერვალი 2019 23:17
0
Amas egi ver aigebda da verc gadaarchina magram mcvelebs sheezlot gadarchena normalutad ro etamasha, rafer gzaabneulebivit darbian eg chemisebi
Emigranti
25 თებერვალი 2019 19:13
0
ძალიან არასტაბილური მეკარეა და წლებია ასე გრძელდება
ზაზა
25 თებერვალი 2019 19:12
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული