შეეძლო თუ არა გიორგი ლორიას "მაგდებურგის" გადარჩენა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მაგდებურგი" თითქოს მეორე ბუნდესლიგიდან გასავარდნად იყო განწირული, მაგრამ რაც ამ გუნდში მეკარე გიორგი ლორია გადავიდა, 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

"მაგდებურგის" გულშემატკივრებმაც ისევ დაიწყეს გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე სიარული - "პადერბორნთან" შეხვედრას 27 250-იან "MDCC არენაზე" 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ნახეთ ამ მატჩის ვიდეომიმოხილვა და შეაფასეთ ლორიას თამაში - შეეძლო თუ არა გაშვებული გოლისას თავისი გუნდის გადარჩენა და საერთოდ, რამდენად კარგად ითამაშა.

გიორგიმ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, მომავალ ტურში კი
"მაგდებურგი", 1-ელ მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 18 /
აუღებელი არ იყო მაგრამ რთული ასაღები იყო, თან მცველიც ეფარებოდა და ბურთიც ფეხზე დააჯდა თავდამსხმელს. 10 დან ერთხელაც შეიძლება ვერ დაარტყას ესე.
მე უფრო შორიდან დარტყმულის ცხვირწინ მოგერიება არ მომეწონა. უხეში შეცდომა იყო, რომელსაც არ გაპატიებს წესიერი ფორვარდი.
წარმატებები ლორიას, უნდა მოუმატოს გვჭირდება მისი კარგი თამაში :(
გიორგი444
12:32 26-02-2019
0
როგორც გუნდმა ისე ლორიამ საშუალო დონეზე ითამაშეს და დარწმუნებული ვარ ამ ბურთს ვერავინ ვარ აიღებდა თუ ძალიან არ გაუმართლებდა,
roma bejanidze
11:34 26-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული