იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" კასპიისკში 2:0 მოუგო "ანჟის" და ამ მატჩში სტუმართა გუნდში ორმა ქართველმა იასპარეზა. მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავურით ბურთი ძელს გაარტყა.

აშკარად ეტყობა, რომ ხვიჩაზე დიდ იმედებს ამყარებენ, კლუბის საიტზე მას ხშირად უთმობენ ყურადღებას, "ლოკოს" მწვრთნელს იური სიომინს კი მახაჩკალელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"ხვიჩა ძალიან საინტერესო და ტალანტის მქონე მოთამაშეა, რომელიც სამომავლოდ ავიყვანეთ. კარგი
პერსპექტივები აქვს, თან არამხოლოდ მომავალში, არამედ უკვე ახლა.

მოედანზე ცოტა ხანი იყო, მაგრამ თავი ორ ეპიზოდში წარმოაჩინა, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა და ბარინოვს გადაცემა გაუკეთა. ახალგაზრდებს ნდობას გამოვუცხადებთ და შანსს მივცემთ. თუ როგორ გამოიყენებენ ამ შანსს, ეს მათზეა დამოკიდებული", - უპასუხა სიომინმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დრედაღამე უნდა ფეხბურთზე იფიქრო არავითარი თავში ავარდნა უნდა მოუმატო ღვთის შეწევნით ნიჭი არ გაკლია და სხვების მაგალითი წინ გიდევს არ გაფლანგო და არც ცოტათი დაკმაყოფილდე ჯერ ადრეა მაგრამ ტრამპლინად უნდა გამოიყენო და ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბში უნდა ითამაშო.
კახა
11 მარტი 2019 14:55
0
კარგი კაცია სიომინი, უყვარს ქართველები
irakli
11 მარტი 2019 08:32
0
Es ambavi patara araa.warmatebebi xviha! Datunashvilsac miscemda berdievi hans.2,5 kontraqtze unda morwera xeli!
Kika
11 მარტი 2019 07:53
1
მართალია რუსული გამოთქმაა მაგრამ ამ შემთხვევას უხდება-,,жадность губит фраера,,- უნდა მოეწერა ხელი მაგრამ აგენტმა უეჭველი ვიჩალიჩებ ბელგიას ან პოლონეთსო უთხრა ეტყობა და შედეგიც სახეზეა... არადა არ იყო ცუდი ვარიანტი,წარმატებები დათუნაიშვილს
Hitemup
11 მარტი 2019 12:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული