ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი: რუსეთის ჩემპიონატში ბევრს არ შეუძლია გასცდეს კვირკველიას

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დინიარ ბილიალეტდინოვმა Спорт уик-энд-თან საუბარში "ლოკომოტივისა" და "ზენიტის" მცველების თამაშზე ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ კვირკველიასა და ჩორლუკას დუეტი ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთის პრემიერლიგაში. ჩვენს ჩემპიონატში ბევრს არ შეუძლია გასცდეს საბას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ რაკიცკი და ივანოვიჩი მალე შეთამაშდნენ, რაც კლასის დამსახურებაა", - აღნიშნა "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, "ლოკომოტივი" და "ზენიტი" ერთმანეთს 7 აპრილს, რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში შეხვდნენ და ფრედ ითამაშეს (1-1).

ასევე დაგაინტერესებთ