
რუსული საკლუბო ფეხბურთის ამჟამინდელი ფლაგმანი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლუბი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", რომლის სპონსორი "გაზპრომია", 2025 წელს საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს და უნდათ გუნდს სახელი შეუცვალონ.
"ზენიტი" ლენინგრადის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შეიქმნა, 1925-1939 წლებში იოსებ სტალინის სახელს ატარებდა - "სტალინეცი". მაშინ ამ სახელწოდების სპორტული საზოგადოებაც არსებობდა და მოსკოვში სტადიონიც და ახლა დისკუსიები მიმდინარეობს ჩრდილოეთის დედაქალაქის გუნდისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების თაობაზე.

არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მაგალითად, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამჟამად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ Legalbet-ს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ მსგავსი ინიციატივით გამოვიდნენ,
თავად ეს იდეა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და უკეთესი იქნება, თუ "სტალინეცის" სახელწოდებით პრემიერლიგაში სხვა ქალაქის გუნდი გამოჩნდება.