"რომ მცოდნოდა რუსეთი მსგავს რამეს იზამდა, ამ ქვეყანაში არასდროს ვითამაშებდი!" - რაკიცკიმ "ზენიტში" გატარებულ პერიოდზე განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველ იაროსლავ რაკიცკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას იტყოდა იმის შესახებ, რომ წარსულში რუსული "ზენიტის" ღირსებას იცავდა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთი ჩემი სამსახურია და რუსეთშიც სწორედ ამას ვაკეთებდი.

2022 თებერვალში კი კონტრაქტი გავწყვიტე და სამშობლოში დავბრუნდი - ჩემი პასუხიც ესაა.

თუ მეცოდინებოდა, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო, რუსეთში სათამაშოდ არასდროს წავიდოდი!

მგონია, რომ 2022 წლის თებერვლამდე ამას ბევრი ვერ
მოიფიქრებდა.

მუნდიალი რუსეთში ჩატარდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ამ ქვეყანას უნდა ემასპინძლა... ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, ქვეყნები
ერთმანეთში ვაჭრობდნენ...

ახლა აქ ვარ, ჩემს საშომბლოში, ჩემს ხალხთან და ყველაფერზე პასუხი სწორედ ესაა", - ციტირებს რაკიცკის სიტყვებს "შახტარის" ოფიციალური საიტი.

ინფორმაციისთვის, რაკიცკი, "ზენიტში" 2019/22-წლებში ბურთაობდა, ომის დაწყების შემდეგ თურქულ "ადანა დემირსპორში" გადავიდა, 2023 წლიდან კი მშობლიურ "შახტარს" დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზოგის მართლა გამკვირვებია, ისე ამბობენ ფულის გამოო,თითქოს ფული არაფერს ნიშნავდეს. მეც ვიყავი რუსეთში, კერძოდ მოსკოვში და 2008 ში ვერ დავბრუნდი, რადგან უამრავი პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი. 12 წელი დამჭირდა, ყველაფრის მოსაგვარებლად. რომ ჩააცივდებით ზოგს რატომ მაშინ არ წამოდის ძახილით,თქვენ ურჩენთ ოჯახებს? ანდა რა არის ეს თუ ერთხელ შეცდომა დაუშვა, მეორედ მისი გამოსწორების უფლება არა აქვთ? ზოგის ტვინში ვერ შედის ის რომ დროსთან ერთად ქვეყნებიც იცვლებიან. 20_ 30 წლის წინ ნათქვამს შეგახსენებენ, აი მაშინ ასე რომ თქვიიიიი. ასე რომ სჯობია გაჩუმდეთ. ისე საქართველოში რომ უყვართ ფული და კარგი ცხოვრება ისე არსად არ უყვართ, რამდენად გამოსდით ეს სხვა საკითხია. ზოგს ბენზინის ჩასასხმელი ფული არა აქვს ,მაგრამ შეუძლია მერსედესით იაროს, ასევე ბოლო მოდელი აიფონი გამოიტანოს განვადებით და ა.შ. ასე რომ ყველამ კარგად იცით, რომ ზოგ შემთხვევაში ფულს არა თუ უბრალოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად ჯანმრთელობის ამბავში. ღორებს არ ვგულისხმობ, ვინც ქვეყანა გაძარცვეს.
დავით 67
18:02 08-06-2023
3
ანუ დონეცკიდან გამოგყარეს, ყირიმი წაგართვეს, მერე წახვედი ზენიტში, დიდი ფული იშოვე და მობრუნდი შახტარში, მაგრამ რუსებისგან ამას არ ელოდი? მალადეც მათ ვინც დაიჯერა
გელა
00:39 20-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული