Goal.com.cy-ს ცნობით, თემურ ქეცბაიას ჯერ "ანორთოსისის" ჩაბარების გადაწყვეტილება არ მიუღია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მცველი გიორგი ნავალოვსკი ფამაგუსტურ კლუბს კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა, მაგრამ ხელფასი იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე ვარაუდობდნენ და ტრანსფერი, დიდი ალბათობით, არ შედგება. შეგახსენებთ, გიორგი ამჟამად ბათუმის "დინამოში" ასპარეზობს და როგორც ჩანს, ზღვისპირულ გუნდში შექმნილი პირობებით კმაყოფილია.
ქეცბაია კლუბის ხელმძღვანელობის ნდობით სარგებლობს, ტრანსფერების საკითხში სრული კარტ-ბლანში ექნება, 6 ფეხბურთელის დამატებას აპირებს, კანდიდატებს ძალიან ფრთხილად არჩევს და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილის გუნდში აყვანა რეალურია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, "ანორთოსისში"
"მაგდებურგის" მეკარე გიორგი ლორია გადავიდეს.
"ანორთოსისში" ამჟამად თავდამსხმელები ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა თამაშობენ.