ესპანური მედია: "სარაგოსა" გიორგი პაპუნაშვილს გასაყიდად ამზადებს

AutoSharing Option
ესპანური (არაგონული) გამოცემა elperiodicodearagon-ი გიორგი პაპუნაშვილის მომავალს "სარაგოსაში" ქიმერაზე გამოუცნობს უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კლუბი არ დაელოდება კონტრაქტის ვადის გასვლას და 2022 წლამდეც განიხილავს ნებისმიერ შემოთავაზებას ქართველი ფეხბურთელის შესახებ, რისი მიზეზიც მარცხენა ფეხის ტრავმა არის. ამ ტრავმის გამო პაპუნაშვილს სრულფასოვანი სეზონი არ ჰქონია.

სტატიაში წერია, რომ "სარაგოსაში" კარგად ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, 23 წლის პაპუნაშვილს კლუბმა კონტრაქტიც გაუხანგრძლივა და პირობებიც გაუუმჯობესა, თუმცა ჟურნალისტი იქვე ამბობს, რომ სწორედ ახალი კონტრაქტის გაფორმების პერიოდში იქნებოდა მისი გაყიდვა ყველაზე სარფიანი რუსეთში ან მსგავს საფეხბურთო
ბაზარზე.

პაპუნაშვილის ტრავმამ მისი სატრანსფერო ფასი დააგდო. მიუხედავად ამისა, გამოცემა აცხადებს, რომ მაინც კარგად შეიძლება მისი გაყიდვა რუსეთში ან თუნდაც ბელგიასა და ამერიკაში, საიადანაც ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდნენ.

"პაპუმ ბევრი სირთულე გაიარა სეზონის განმავლობაში და მის ხელახალ გამოჩენას "კორდობასთან" მატჩში ველოდებით. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ქართველი საკუთარ წუთებს მიიღებს ანდალუზიური კლუბის წინააღმდეგ შეხვედრაში" - ამბობს სტატიის ავტორი.

სტატიაშივეა ნათქვამი, რომ პაპუნაშვილი "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის გემოვნებაში ჯდება. ის ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ვიქტორ ფერნანდესს მოსწონს. აქედან გამომდინარე, სეზონის ბოლოს საკუთარი თავის გამოჩენისა და საბაზრო ფასის გამოსწორების შანსი მიეცემა. გიორგი პაპუნაშვილმა ამ სეზონში სულ 351 წუთი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

გამოცემა ამბობს, რომ გიორგი პაპუნაშვილზე ფსონი "სარაგოსას" ხელმძღვანელობამ დადო, რომელიც პაპუს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. მას კარგი ტექნიკური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ადაპტაციის პრობლემა შეექმნა. 

სტატიის ბოლოში კი  ვკითხულობთ: "ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პაპუს დღეები "სარაგოსაში" დათვლილია."

altგიორგი პაპუნაშვილი - ფეხბურთელი, რომელიც "სარაგოსას" ლიდერი უნდა ყოფილიყო

მკითხველის კომენტარები / 11 /
არადა ეს თუ ფორმაშია, ნაკრებში ძირითადის კაცია :( ესეთი ტექნიკური, სწრაფი და თან რა დარტყმა აქვს. პლუს შრომისმოყვარე, მარა რად გინდა)))
Tbiliseli
23 აპრილი 2019 16:26
0
რა შუაშია რუსეთი და სკამის ხეხვა ეს არის ბავშვობის ასაკის პრებლემა ეგერ ჩაკვესაც არ აქვს საქმე კარგად ვისი ბრალია?
soso
23 აპრილი 2019 15:09
2
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! არცერთი ქართველი ფეხბურთელია არ თამაშობს დღე თუნდაც საშუალო ევროპული დონის კლუბში და სხვა მიზეზებთან ერთად ყველაფრის მიზეზი ტრამვებია. ასევე, ყველა ნორმალური კლუბი სხვა მონაცემებთან ერთა ფეხბურთელის შეძენისას დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას თუ რამდენად მიდრეკელია ტრამვების მიმართ ფეხბურთელი. რამდენმა ასეთმა ახალგაზრდა (საფეხბურთო თვალსაზრისით) თუ არც ისე ფეხბურთელმა ვერ შეძლო ბოლომდე წარმოეჩინა შესაძლებლობები. ხომ არ ჯობია კარგად გაანალიზდეს რატომ ემართებათ საქართველოს ჩემპიონატიდან საზღვარგარეთ სათამაშო გადასულ ფეხბურთელებს 1-2 თამაშს რომ ითამაშებენ და შემდეგ 5-6 თვე რომ მკურნალობენ, ტრამვები. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ბავშვობისას მიღებულ არასწორი ვარჯიშის, კვების, ხელოვნური მოედნების ფაქტორში უნდა ვეძებოთ..... ყოველივეს გათვალისწინებით ხომ არ აჯობებს ნაკრებმა ასეთი ტრამვების მიმართ მიდრეკილი ფეხბურთელების მოწვევაზე უარი თქვას და გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთებზე გააკეთოს აქცენტი ვინც შეიძლება გარკვეულწილად ერთი შთაბეჭდილებით მთლად იმედის მომცემი ვარსკვლავი ვერ არის (15 წუთი რომ თამაშობს და ნახევარი წელი ტრამვა რომ ააქვს) სამაგიეროდ სტაბილურად ფორმაშია და თამაშობს?! ყველას დროულად გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ....
........
23 აპრილი 2019 13:57
0
კასტრაცია და მხოლოდ კასტრაცია, აი რა არის აქ გამოსავალი
ზაზა
24 აპრილი 2019 08:11
0
რაა იყიდე,გაყიდე ქარვასლაა, თუ მონათა ბაზარია, მოამზადებენ რა, დაბანენ, პირს გაპარსავენ და ჰაიდა ბაზარზე??? ყველაფერი ეს დამამცირებლად ჟღერს.
დათო
23 აპრილი 2019 13:42
4
ბაზარი ადრე ერქვა, ახლა ბირჟაა - დაბანვის და გაპარსვის გარეშე (ვირტუალურად) საDება ყველაფერი, სამწუხაროდ ჟღერს ზუსტად ისე რაც არის.
zezva
24 აპრილი 2019 08:09
0
ამის ადგილი საქართველოშია, თავის ოჯახურ გარემოში, ასევე იყო ბრემენში, ვერ ეწყობა უცხოურ გარემოს, თავს კომფორტყლად არ გრძნობს, ჯობია დაბრუნდეს საქართველოში
ასეა ეს
23 აპრილი 2019 13:33
2
სამწუხაროა, ტალანტი არ დაიკარგოს. თუმცა შრომისმოყვარე ბიჭია, ვიმედოვნებ, შეძლებს თამაშს მაღალ დონეზე. წარმატება. გიორგი!
მერაბი
23 აპრილი 2019 12:41
1
ეს ის შემთხვევა არის როდესაც ფეხბურთელზე თითქმის არაფერია დამოკიდებული, გაყიდიან რუსეთში და თუ უარს იტყვის იქ წასვლაზე კონტრაქტის ბოლომდე სკამი ექნება სახეხი, მერე კიდევ აზერში ან ყაზახეთში მოუწევს წასვლა რაც არ ხიბლავდეს იქნება და ისევ რუსეთს ამჯობინებს. ასე რომ ნუ დაძრახავთ ფეხბურთელებს რომლებიც რუსეთში მიდიან სათამაშოდ, სხვა გზა ფიზიკურად არც აქვთ. არადა კარგი ბიჭია და შრომის მოყვარე მაგრამ რეალობა გვაქვს ასეთი სამწუხაროდ და ვკარგავთ ტალანტებს....
Hit en up
23 აპრილი 2019 11:58
2
Gio მე ფაქტი ავღნიშნე, აზრი შენც შეგიძლია გამოხატო რათქმა უნდა მარა მოლანდებას რაც შეეხება რუსეთის შენი იყოს და მისი ჩემპიონატიც)))
Hit em up
23 აპრილი 2019 14:42
1
არავინ ახეხინებს სკამს თუ იშრომებს და პოტენციალს გამოავლენს, ყველგან რუსეთი ნუ გელანდებათ.
gio
23 აპრილი 2019 12:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული