სამწუხარო ცნობა - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის 2 მატჩში "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას მიმდინარე კვირაში გაიკეთებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური სააგენტო hln.be ავრცელებს.

გამომდინარე აქედან, ჩაკვეტაძე "გენტს" "მეხელნთან" თასის ფინალში ვერ დაეხმარება, რომელიც პირველ აპრილს, ჩვენი დროით 16:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დეკემბერში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ გრძელვადიანი რეაბილიტაცია გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.

თუმცა 21 აპრილს, "ანდერლეხტთან" მატჩში იმავე მუხლზე მიიღო დაზიანება. თავდაპირველი მონაცემებით, მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანდა, თუმცა დამატებითმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩაკვეტაძეს ჯვარედინი მყესების ოპერაცია სჭირდება.

მსგავსი ოპერაციის
შემდეგ მოედანზე დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ ჩაკვეტაძე "გენტს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.

kaagentfans.be-ს ინფორმაციით, აღნიშნულით ტრავმა გიორგი ჩაკვეტაძის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
იმდენი ილაპარაკეს, რომ "გათვალეს" ეს ბიჭი. ყოველთვის მოვლენებს უსწრებთ რა!
FF
30 აპრილი 2019 15:31
0
რაზე მეშლება ნერვები...ყველა დროის საქართველოს სიმბოლური ნაკრების თერთმეტეულის გამოკითხვისას ძალიან ბევრი 11 კაცში ჩაკვეტაძესაც ასახელებდა, სულ რაღაც 7 მატჩით!!! არადა მაგ სტადიაშივე "მოტყდა" ყენიაც რომელიც ჩაკვეტაძეზე არაფრით იყო ნაკლები, ახსოვს ახლა ვინმეს ყენია?! უადგილოდ ახმაურდა მთელი საქართველო ამ ბიჭით, ვაცალოთ ჩვეოჯახაშენებულებო გაზრდა და განვითარება. ......
:( :(
30 აპრილი 2019 17:16
3
100%
T.q
30 აპრილი 2019 18:06
0
ჯვარედინ მყესებს არაგერი არ შველის უოპერაციოდ. მაგ გუნდის ექიმები ალქიმიკოსობენ რაღაცას. ადრე ჩვენმა ფედერაციამაც განაცხადა - გიოს მუხლის მდგომარეობას გვიმალავენო. ეგრევე უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია. ამდენი ხანი აწვალეს ბიჭი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამდენი დრო დააკარგიმეს და ფორმიდან რამდენი ხნით ამივარფა - ვინ იცის.
ჯეკო
30 აპრილი 2019 18:04
0
გიბრალტარს,წესით,გიორგის გარეშეც უნდა მოვუგოთ,ხოლო დანიასთან,ალბათ მასთან ერთადაც მცირე შანსი გვექნებოდა.ასე რომ,მთავარია მისი რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდეს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს.
სოსო
30 აპრილი 2019 14:15
0
ძალიან სამწუხაროა...
ირაკლი
30 აპრილი 2019 14:23
0
აბა ჟურნალისტებო კიდევ რომელი გუნდები იწვევენ?იბაქიბუქეთ,არ აცალოთ კაცს გონზე მოსვლა კაცს.
55555
30 აპრილი 2019 17:46
16
შეძახილმა ხე გაახმოო,აი ასეა,იმდენი იძახეს:ბარსელონა,ბარსელონა,ბაიერნი,ბაიერნი და კიდევ რამდენი რამ,რომ მართლა გათვალეს,არის ამაში ჭეშმარიტება,უცეცხლოდ კვამლი არ არსებობს,ბიჭი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა,ყველა ქართველი ტალანტი შეძახილით!დააჭკნეს და გაახმეს,ახლა შეგიძლიათ წყნარად იყოთ,მომავალი ტალანტის გამოჩენამდე,მერე მასაც არაბიძის,ჩაკვეტაძის,ანანიძის გზას გაუყენებთ,მოსულთუხებულები და სულმოუთქმელები ხართ.
თერჯოლის ეწერი
30 აპრილი 2019 16:19
5
აგენტის, მშობლების ბრალია.. ჯვარედინი მყესები, მკურნალობით შედეგი რომ ქონდეს არავინ არ გაიკეთრბდა ოპერაციას, 6 თვე კი არა 1 წელი დაკარგა, დეკემბერში რომ გაეკეთებია, რეაბილიტაცია უკვე დამთავრებული ექნებოდა.. პატრონი არ ყავს კიმარა ამ ბიჭს?
მოკლე კომენტარი
30 აპრილი 2019 15:53
0
გიბრალტარს წესით უმაგისოდაც უნდა მოუგოთ, დანიასთან კი ითამაშებს თუ არა ისედაც უშანსოდ ვართ
giorgi
30 აპრილი 2019 15:36
7
ამდენი დრო ტყუილად დააკარგვინეს ამ უტვინო ექიმებმა. თავიდანვე რომ გაეკეთებინათ ახლა უკვე გამოჯანმრელებისკენ იქნებოდა
Free
30 აპრილი 2019 15:56
0
ეს არის სამწუხარო რეალობა - აშკარად ფიზიკურად აქვს პრობლემა, არადა ძალიან კარგია, თუ ტრავმიანობამ ხელი არ შეუშალა. მაგრამ სულ ვიღაცა გვაკლება და ამიტომ მის გარეშეც უნდა ვიბრძოლოთ. გუნდია მთავარი, თორემ მარტო ერთს კაცზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული
:))))
30 აპრილი 2019 14:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული