"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე სეზონი ჩააგდო - თასის ფინალიც წააგო

AutoSharing Option
1-ელ მაისს, ბელგიის თასის ფინალში ქართველების "გენტი" მეორე დივიზიონის "მეხელენთან" 1:2 დამარცხდა.

ეს "გენტისთვის" ევროტურნირებზე გასვლის ბოლო შანსი იყო. მეტოქეც არ ჰყავდა ძლიერი და ბრიუსელში საყვარელ გუნდს საქომაგოდ უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა.

თავიდან კი დაწინაურდა "გენტი", მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და წააგო. გუნდს აშკარად აკლდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მუხლზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს (თუ ოპერაცია აუცილებელი იყო, ბარემ დროზე გაეკეთებინათ). მის გარეშე ვერც ჩემპიონატზე ვარგობს, თასიც ვერ მოიგო, ევროტურნირების გარეშე დარჩა და შეიძლება ითქვას, სეზონი ჩააგდო.

რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი
ქვილითაიას, რომან იარემჩუკის არყოფნის გამო, ისევე როგორც, წინა მატჩში "გენკთან", სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად შეუცვლელად ითამაშა.

ბრიუსელი. "მეფე ბოდუინი"
გენტი - მეხელენი 1:2
გოლები: 1:0 დომპე (32), 1:1 სტორმი (38), 1:2 მერა (62)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გენტს თავიდროზე ,რომ მიეხედა ნორმალურად გიოს ტრანვისთვის და გაეკეთებინათ ოპერაცია ჯვარედინზე, ახლა არ მოიწევდა 6 თვე უქმობა გუნდისთვისაც კარგი იქნებოდა.
არ ვიცი ეს შეგნებულად გააკეთა კლუბმა, რომ ზაფხულში არ წასულიყო გუნდიდან თუ იფიქრეს ოპერაცის გარეშეც მოარჩენდნენ, მაგრამ ფაქტია გუნდი არ მოიქცა სწორად ამ შემთხვევაში.
ამ გუნდის ლიდერი ნამდვილად არის ჩაკვეტაძე ის თამაშები რაც ითამაშა ყველგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გოლებიც გაიტანა და ასისტებიც გააკეთა.
გიორგი
02 მაისი 2019 01:17
0
სათაურია, დავეცი. ერთი ჩაკვეტაძეა გენტის ლიდერი და მეორე შენგელია ბასკონიისა. თავს იგიჟებთ თუ ხალხს აგიჟებთ?
odala
01 მაისი 2019 23:55
36
შენგელია გუნდის კაპიტანია და მარტივი ფაქტია რომ გუნდის კაპიტანი მისი ლიდერიცაა. ვინც ფაქტებს უარყოფს ანუ მათთან 'მწყრალადაა' იმას შესაბამის ლიტერატურაში 'კლინიკური იდიოტი' ჰქვია (ეს შეურაცხოფა არ არის სამეცნიერო ტერმინია, ჩაიხედეთ შესაბამის ლიტერატურაში).
გიორგი
02 მაისი 2019 14:58
1
შენ რა ხუმარა ხარ.
ზვიო
02 მაისი 2019 06:50
0
ვამბობდი სულ და დისლაიქების ცვენა ქონდა ჩემ კომენტარს. კიდევ გეუბნებით მაგარი დებილი მწვრთნელი ყავს გენტს დისიპლინა არაა გუნდში ყველა თქვისას უბერავს და დაცვა ხო საერთოდ კაპიკად არ ვარგა.
გოგა
01 მაისი 2019 19:01
3
მართალია, უნდა დაგვეჯერებინა და არ შევისმინეთ. ახლა კი ვიმკით შედეგებს. რა ვართ ქართველები ასეთი ჯიუტები - გაგვეშვა ეს მწვრთნელი...
kote
02 მაისი 2019 01:26
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული