22 წლის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი.
13 მაისს, ალსვენსკანის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ნორკოპინგი" და გამარჯვების გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა.
გიორგიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი და ამას გარდა, მიმდინარე პირველობაზე სამი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
მისი დიდი დამსახურებაა "გეტებორგის" პირველობაზე ჩინებული სტარტი - 16 ქულით მეორე ადგილზეა და 16 მაისს ლიდერ "მალმიოს" უმასპინძლებს.
ნორკოპინგი. "იოსტგიოტაპორტენი". 8 752 მაყურებელი
ნორკოპინგი - გეტებორგი 1:2
გოლები: 0:1 კარლსონ-ლაგემირი (10), 1:1 ჟერსონი (39), 1:2 ხარაიშვილი (83)