მეტად წარმატებულ სეზონს ატარებს უკრაინაში დავით ხოჭოლავას "შახტარი".
დონეცკური გუნდი ჩემპიონატზე ლიდერია, 4 ტურით ადრე მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 11 ქულით უსწრებს და ფაქტობრივად, ოქროს მედლები მოპოვებული აქვს.
ამას გარდა, "შახტარი" 15 მაისს ზაპოროჟიეში, თასის ფინალში პირველი ლიგის "ინგულეცს" შეხვდება და ოქროს დუბლის შესრულების შესაძლებლობა აქვს.
უკანასკნელ მატჩებში ჩინებულად ირჯება ხოჭოლავა, რომელმაც ბოლო ტურში "ოლეკსანდრიას" გოლი გაუტანა და თითქმის ყოველ ტურში ხვდება სიმბოლურ ნაკრებში.