15 მაისს, უკრაინის თასის ფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარმა" 4:0 გაანადგურა ნიკა სიჭინავას "ინგულეცი".
თავიდანვე ცხადი იყო, რომ "შახტარისთვის" პირველი ლიგის გუნდი ადვილი დასაძლევი იყო და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მეკარე ანდრეი პიატოვსა და ხოჭოლავას დასვენების საშუალება მისცა.
ხოჭოლავა სათადარიგო იყო, სიჭინავა კი 35-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
დაჯილდოებაზე ხოჭოლავა საქართველოს დროშით შემოხვეული იმყოფებოდა.
"შახტარი" თითქმის ჩემპიონია. ასე რომ, დავითი ამ "სეზონში" თავის გუნდთან ერთად "ოქროს დუბლს" იზეიმებს.