ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა

AutoSharing Option
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცას" რიგები დატოვა - ამის შესახებ თავად კლუბის ვებგვერდი იუწყება.

მარჯვენა მცველს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

"აქ 2 სეზონის განმავლობაში ვითამაშე, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. ჩემს პირველ სეზონში მეორე ლიგის ჩემპიონები გავხდით. მინდა კლუბის ყველა წევრს, ფეხბურთელს, მადლობა გადავუხადო. "გორიცას" მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ და აქ გატარებულ შესანიშნავ დროს არასდროს დავივიწყებ", - განაცხადა მჭედლიშვილმა კლუბის ვებგვერდთან.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 22 შეხვედრა გამართა, სადაც 2 საგოლე
გადაცემით გამოირჩა.