25 ივლისს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჰაგესუნდი - შტურმი 2:0
გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
არსენალი (ტულა) - ნეფთჩი 0:1
რუსული გუნდის მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
შახტიორი (ბელორუსი) - ესბიერგი 2:0
დანიური გუნდის ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლუცერნი - კლაკსვიკი 1:0
მასპინძელთა გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.
გენტი - ვიტორული 6:3
ბელგიურ გუნდში ნახევარმცველი გიორგი ბერიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყო.
ბუდუჩნოსტი - ზორია 1:3
ლუგანსკელთა გუნდში სათადარიგო იყო მეკარე ზაურ მახარაძე. თბილისის "დინამოდან" გადასულმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ შეუცვლელად ითამაშა, ნახევარმცველი ლევან არველაძე კი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე და 2 წუთში გოლი გაიტანა.
ლეგია - კუპსი 1:0
ვარშავული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით გაიტანა მატეუშ ვიეტესკამ გოლი.
ვენტსპილსი - გრიზა 4:0
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა და ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" გასვლაზე დაუზავდა "მლადას" (1:1), ხოლო "საბურთალოს" მიერ ძლეულმა "შერიფმა" ტირანაში 1:0 მოუგო "პარტიზანს".