ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა და "რუბინი" ცსკა-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ქართველების "რუბინი" სახლში 0:1 დამარცხდა ცსკა-სთან.

"რუბინის" კარგი სტარტის შემდეგ ყაზანში მოსკოვის ცსკა-სთან მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 26-ათასიან სტადიონზე გუნდის საგულშემატკივროდ 20 791 მაყურებელი მივიდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად და აქტიურად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, ბექა მიქელთაძე პირველად დააყენეს სასტარტოში და 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუნდის ახალწვეული ნიკოლაი ყიფიანი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინის" მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაციებულია და ამიტომ ვერ ითამაშა, თუმცა დღეს ვარჯიშს შეუდგება, ყიფიანი კი
გუნდში ახლახან მივიდა, ადაპტირება ვერ მოასწრო და ბევრი შეცდომა დაუშვა.

"რუბინი" 7 ქულით მე-8 ადგილზეა და 10 აგვისტოს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ასაკში ყველაზე გამორჩეული და საუკეთესოა დავითაშვილი,,ბრავო გბალეგჩიკობ მაგრად
ქომაგი,
05 აგვისტო 2019 22:58
0
დავითაშვილი მართლა კარგი ბიჭია ჯერ 18საა მხოლოდ, თუ იშრომებს ბევრს მიაღწევს. კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია მაგრამ არ მომეწონა მაგის ფურთხება და საქციელი წინა თამაშზე, დროზე უნდა მაგას მიხედვა თორემ დაიკარგება სკა ენერგიაში ან სადმე...
შოთა
05 აგვისტო 2019 07:29
2
სად ან რა ნახე კავარაცხელიაში ამპარტავანი.ლოკოშიც, წამოსვლის შემდეგ და რუბინშიც ყველა დადებიდათაა განყობილი და მაინცდამაინც შენ.....
კახა ქ.
05 აგვისტო 2019 03:10
1
დავითაშვილი ჩამოყალიბებული ფეხბურთელია,აი ის კვარაცხელია რატომ ყავთ რუბინში გაუგებარია,,კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები ბევრია საქართველოში,,თანაც ამპარტავანი და უდიერი,,დავითაშვილზე ყველა დადებითაფ არის განწყობილი,,
რომა
05 აგვისტო 2019 00:30
23
რომჩიკ უეფამ ტოპ 50 ახალგაზრდაში შეიყვანა ეგ ამპარტავანი, მაგრამ შენ ხო ეგ ისედაც იცოდი შურის ... თორე , შეურაწმყოფელი კომენტარისთვის რომა უნდა გირტყა თავში
ყრომა
05 აგვისტო 2019 01:56
4
შენ ვინ მოგცა უფლება რო ფეხბურთელს შეურაწყოფას აყენებ? გულზე რო მოგხვდა კვარაცხელიას წარმატება გეტყობა, არ მოგწონს გაიარე, ამპარტავანი კიდე სახლში მოიკითხე :* ,
რომას
05 აგვისტო 2019 01:47
4
დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და კარგად ითამაშა, ეს ბიჭი აუცილებლად ნაკრებშია გამოსაძახები, რუსები კბილსაც უსინჯავენ ალბათ, ამ ასაკში მართლა მაღალ დონეზე თამშობს.
zaza
05 აგვისტო 2019 00:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული