ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა და "რუბინი" ცსკა-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ქართველების "რუბინი" სახლში 0:1 დამარცხდა ცსკა-სთან.

"რუბინის" კარგი სტარტის შემდეგ ყაზანში მოსკოვის ცსკა-სთან მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 26-ათასიან სტადიონზე გუნდის საგულშემატკივროდ 20 791 მაყურებელი მივიდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად და აქტიურად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, ბექა მიქელთაძე პირველად დააყენეს სასტარტოში და 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუნდის ახალწვეული ნიკოლაი ყიფიანი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინის" მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაციებულია და ამიტომ ვერ ითამაშა, თუმცა დღეს ვარჯიშს შეუდგება, ყიფიანი კი
გუნდში ახლახან მივიდა, ადაპტირება ვერ მოასწრო და ბევრი შეცდომა დაუშვა.

"რუბინი" 7 ქულით მე-8 ადგილზეა და 10 აგვისტოს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ასაკში ყველაზე გამორჩეული და საუკეთესოა დავითაშვილი,,ბრავო გბალეგჩიკობ მაგრად
ქომაგი,
22:58 05-08-2019
0
დავითაშვილი მართლა კარგი ბიჭია ჯერ 18საა მხოლოდ, თუ იშრომებს ბევრს მიაღწევს. კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია მაგრამ არ მომეწონა მაგის ფურთხება და საქციელი წინა თამაშზე, დროზე უნდა მაგას მიხედვა თორემ დაიკარგება სკა ენერგიაში ან სადმე...
შოთა
07:29 05-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული