ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა - "ზულტე ვარეგემმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
პირველ სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლუკა ზარანდიას "ზულტე-ვარეგემმა" საკუთარ მოედანზე" 2:0 სძლია "ანტვერპენს".

35-ე წუთზე ზარანდია მეტოქე გუნდის ნიგერიელ მცველ სეკს გასცდა, პირისპირ გასვლისას მეკარე ტიონკენსმა მოცელა და პენალტით მეორე გოლი დე ფაუვმა გაიტანა.

ლუკა 75-ე წუთზე შეცვალეს. თავად ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუტანია, მისმა გუნდმა კი უხეირო სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა, 10 ქულით მერვე ადგილზეა და 14 სექტემბერს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება.