
ბათუმის "დინამომ" ლუკა ზარანდიასთან ხელშეკრულების გაფორმება დაადასტურა:
"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის თავდამსხმელი ლუკა ზარანდია დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს".
ზარანდია ბოლოს პოლონეთის "კორონაში" თამაშობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.