ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს ქართველი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია დაუბრუნდა.

ლუკა, გასულ წელს, თანაგუნდელთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა და მას შემდეგ არც მატჩი ჩაუტარებია და არც გუნდის განაცხადში მომხვდარა.

"ზულტე ვარეგემმა" მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ლუკამაც ვარჯიში განაახლა. hln.be-ის ინფორმაციით, გუშინ, 3 ივლიის მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია, თუმცა, რაც მთავარია, გუნდთან ერთადაა და იმედია, ყველა არასაფეხბურთო პრობლემაც გადაილახება.

ლუკა ზარანდია ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბია, რომელსაც, სამწუხაროდ, კარიერა ვერა და ვერ აეწყო. ლუკა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და დიდი ფეხბურის თამაში
კვლავ შეუძლია.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ებიჯო ლუკა გვიშველე შენ მაინც არა ხარ რუსების კლანაჭებში ... ისე ძალიან მიკვირს რუსებმა ამის დათრევა რო არ მოინდომეს აზრზე არ არიან ვერ ხვდებიან ვინ არი
jilka
19:57 05-07-2021
0
"გუნდის განაცხადში მომხვდარა" ?!
ავტორი ვერ გევიგე?!
21:24 04-07-2021
0

სიახლეები პოპულარული