სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა ლევან მჭედლიძე შესაძლოა სერია B-ს კლუბში მაინც გადავიდეს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემები tifocosenza.it და cosenzapost.it წერენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შესაძლებელია, ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იტალიის სერია B-ს კლუბ "კოსენცაში" გადავიდეს.

გამოცემების მიხედვით, "კოსენცამ" სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დაასრულა და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას აღარ აპირებენ, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელების აყვანა გამორიცხული არ არის და ახლა გუნდი სწორედ ამ საკითხზე გადაერთვება.

ორივე გამოცემა აღნიშნავს, ცუდი სტარტის შემდეგ გუნდის პრეზიდენტი ფანების დამშვიდებას ახალი თავდამსხმელის მიწვევით შეეცდება და არჩევანი ორ ფეხბურთელს შორის უნდა გაკეთდეს. პირველი ლევან მჭედლიძე გახლავთ, ხოლო მეორე
ვარიანტი "კრემონეზეს" თავდამსხმელი პაულინიოა.

"კოსენცამ" სერია B-ს მიმდინარე გათამაშებაში ორი შეხვედრა ჩაატარა, 1 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. გუნდმა ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა და ლოგიკურია, რომ მათი თავდასხმის ხაზი გაძლიერებას საჭიროებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოო კი აბა, მჭედლიძე გააძლიერებს თავდასხმის ხაზს, არმატურით შეკრავს.
ირაკლი
13:08 03-09-2019
5

სიახლეები პოპულარული