
მატჩის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ადგილობრივ DAZN-ს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი.
"კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი", - თქვა მოკლედ ლუკაკუმ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "პარტენოპეიმ" სწორედ ბელგიელის გოლით მოიგო. ლუკაკუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 8 გოლია.