გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "გენტის" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

გიორგის გარდა, "გენტმა" კონტრაქტები იარემჩუკსა და დეივიდს გაუგრძელა. როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან უფრო მეტი თანხის მიღება მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებით შეიძლება.

ჩაკვეტაძე სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს და 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარების მოლოდინშია. მის გარეშე მოთამაშე "გენტმა" ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან" ფრედ, 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრაში "გენტის" მეორე ქართველი გიორგი ქვილითაია
მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა.

altბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა ქართულ ფეხბურთში: მესიდან ჩაკვეტაძემდე

alt5 ფაქტორი, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა - ვინ უნდა გაიტანოს გოლი, თუ მარტში ჩაკვეტაძე არ იქნება?

alttodofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

altიეს ტორუპი: ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს, მაგრამ ვერ გავრისკავთ

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია რომ გენტში დარჩა. ჯერ მეტისტის ზმად არაა. 2 წლის მერე ვნახოთ, თუ ივარგა....თუმცა გენტშიც ბრძოლა მოუწევს ძირითადში თავის დასამკვიდრებლად. მანდ ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია.
ჯერი
01 ნოემბერი 2019 13:25
0
ამის დიდი ფეხბურთი სამწუხაროდ დამთავრებულია. ნუ კაია რომ გენტმა გაუგრძელდა კონტრაქტი. მანდ იყოს და ტრავმები არ აიკიდოს და ჯანდაბას. როცა 19 წლის ბიჭი ამხელა ტრავმას იღებს რომ ერთი სეზონი გიცდება მანდ კაი კლუბში გადასვლის შანსი მინიმუმამდე დადის სამწუხაროდ. წარმატებები ჩაკვე.
აქანა
26 ოქტომბერი 2019 13:51
6
რა ვიცი, რა ვიცი
იქანა
29 ოქტომბერი 2019 02:00
1
რა დროს ტრანსფერია, კაცო ჯერ ბიჭი ფეხზე დადგეს. სწორად მოიქცა, მთავარია არ იჩქაროს, კარგად გამოჯანმრთელდეს და ფორმა ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიბრუნოს, ძვლები კარგად შეუხორცდეს, თუ მყესებია, რაც არის რა.ფეხბურტის ტამასი არ დაავიწყდება ახლა. ჯანმრთელად უნდა იყოს, ესაა მთავარი, ბოლომდე უნდა მორჩეს და ასეცაა ალბათ, თორე არ გაუხანგრძლივებდნენ ვადას
ვასო
25 ოქტომბერი 2019 21:08
0
აქ არამგონია საქმე იმაში იყოს, რომ გიორგი გენტში დიდხანს რჩება. თუ მაგან ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც აქამდე თამაშობდა, მას დიდხანს გენტში არავინ გააჩერებს, გადაიხდის დიდ ფულს და გადაიყვანს სხვა კლუბში. აქ უფრო ის მომენტი ჩანს, რომ კლუბი მას ძალიან აფასებს და ცდილობს მეტი ფული იშოვოს მისი გაყიდვით
valderrama
25 ოქტომბერი 2019 17:51
2
ჩაკვე საშუალებას აძლევს თავის კლუბს,მისი საშუალებით,ფული იშოვოს.ალბათ ასე უნდა იქცეოდნენ ქართველი ბიჭები მაშინაც,როცა საქართველოდან უცხოურ კლუბებში გარბიან.ამ დროს ,ისინი, ჩვეულებრივ ცდილობენ თავისუფალი აგენტის სტატუსით გასვლას,რომ კლუბს მისი შეძენა,იაფი დაუჯდეს.მისი გამზრდელი კლუბი კი მისგან ხეირს ვერ ნახულობს და უფულოდ რჩება.
სოსო
25 ოქტომბერი 2019 15:02
3
რავიცი რომ გეკითხათ ჟურნალისტებისთვის ხან რომელ კლუბში გადადიოდა და ხან რომელში....
buba
25 ოქტომბერი 2019 14:36
24
წელს გენტს კარგი შანსი აქვს რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს ანდერლეხტი საშინელ ფორმაშია და ბრიუგეც შარშანდელივით დიდი უპირატესობით ვერაა წინ და კარგია რომ გაახანგრძლივა კონტრაქტი ახალი თავგადასავლების დრო ჯერ არ აქვს ჯობია მყარად იყოს თავის კლუბში და ითამაშოს.
Giorgi
25 ოქტომბერი 2019 14:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული