ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: სეზონში პირველად, ქეცბაიამ ოთხივე ქართველი სასტარტოში დააყენა [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა: პოლონეთში, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონსა და უზბეკეთში. თემურ ქეცბაიამ ერთბაშად 4 ქართველი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში და მოიგო...

გერმანია
ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (ტრავმა) "უნიონმა" შინ ლიდერ "მიონხენგლადბახს" მოუგო - 2:0.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (57-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "უნტერჰახინგი" სტუმრად "მაგდებურგთან" დამარცხდა - 0:3.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (77-ე წუთზე შევიდა) "სარაგოსამ" სტუმრად "რაიო ვალეკანოს" მოუგო - 1:0.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (90 წუთი) "როდეზი" სტუმრად "ნიორთან" 1:2 დამარცხდა.

პორტუგალია
თასი. გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "სეტუბალი"
1/16-ფინალში სტუმრად "პორტუსთან" 0:4 დამარცხდა.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (58-ე წუთზე შევიდა) "ტვენტე" სტუმრად "ვენლოსთან" დამარცხდა - 1:2.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ხუთშაბათს ქართველთა "გენტი" სტუმრად "ანტვერპენთან" დამარცხდა - 2:3. გიორგი ქვილითაია თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. კვირას გუნდმა კიდევ ერთხელ ითამაშა, შინ იმავე "ანტვერპენს" დაუზავდა - 1:1. ქვილითაია ამჯერად მხოლოდ 92-ე წუთზე გაახსენდა მწვრთნელს.

ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "ვარეგემმა" სტუმრად "მეხელენს" მოუგო - 2:0.

პროქსიმუს ლიგა. ბექა ვაჩიბერაძის (არ უთამაშია) "ლომელი" შინ "სტ ჟილოას" დაუზავდა - 0:0. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტი" შინ გიორგი ბერიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ლოკერენს" დაუზავდა - 1:1. მე-3 კომპენსირებულ წუთზე სტუმრები ქართველმა ნახევარმცველმა გადაარჩინა, მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. გიორგის ანგარიშზე ჩემპიონატში 5 და თასზე 1 გოლია.


შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" 3:0 მოუგო ოთარ კაკაბაძის "ლუცერნს". ორივე ქართველი მცველი ტრავმირებულია.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმი" სტუმრად 1:1 ეთამაშა ვენის "რაპიდს".

2 ლიგა. ლევან ელოშვილის (61-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგმა" შინ 2:1 მოუგო ფორვარტსს", მაგრამ ბოლო ადგილზე რჩება.

დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის (ტრავმა) "რანდერსი" სტუმრად "ნორდსიელანდთან" განადგურდა - 0:3. საბა გუნდს შემდეგ ტურში დაუბრუნდება. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგმა" სტუმრად "სილკებორგს" მოუგო - 2:1.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. გიორგი მერებაშვილის (92-ე წუთზე შეცვალეს) "პლოცკი" სტუმრად "გურნიკს" დაუზავდა - 2:2. შეხვედრის 39-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეორე ცდით აჯობა მას, პლოცკელები 2:1 დაწინაურდნენ. ეს ვეტერანის მეორე გოლია წლევანდელ სეზონში.

ვატო არველაძის (არ უთამაშია) "კორონამ" 3:0 მოუგო შინ "რაკოვს".

ვაკო გვილიას (90 წუთი) "ლეგია" სტუმრად 1:3 დამარცხდა "პოგონთან" და ლიდერობა მეტოქეს გადაულოცა.

ჩეხეთი
I ლიგა. ქართველთა "ზლინი" სტუმრად "ლიბერეცთან" შერცხვა - 0:5. ანდრო გიორგაძესა და ვახტანგ ჭანტურიშვილს არ უთამაშიათ.

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90-ე წუთზე შეცვალეს) "მეზოკოვეშდმა" შინ "კაპოშვარს" მოუგო - 2:0.

ლაშა დვალის (არ უთამაშია) "ფერენცვაროშმა" "ზალაეგერშეგის" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. დვალის გუნდი ლიდერია, ზივზივაძისა - მეორე (2 ქულა სხვაობა).

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (82-ე წუთზე შევიდა) "ვოლუნტარი" სტუმრად 2:2 დაუზავდა "პოლი იაშის".

თურქეთი
სუპერლიგა. ლევან შენგელიას (დისკვალიფიკაცია) "ქონიასპორი" შინ "ბეშიქთაშთან" დამარცხდა - 0:1.

1 ლიგა. გიორგი არაბიძის (ტრავმა) "ადანასპორი" შინ "გირესუნსპორს" დაუზავდა - 1:1.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონიოსი" შინ ლიდერ "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 1:1.

კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "პარალიმნი" შინ 0:2 დამარცხდა "ომონიასთან".

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" შინ 2:1 მოუგო "ახნასს". კარში, ტრადიციულად, გიორგი ლორია იდგა, სრულად ითამაშა ბუბა დაუშვილმაც. სასტარტოში თორნიკე ოქრიაშვილი (76-ე წუთზე შეცვალეს) და ნიკა კაჭარავა (71-ე წუთზე შეცვალეს) გამოჩნდნენ. მოკლედ, ოთხივე ლეგიონერი სასტარტოში იყო და ეს ამ სეზონში პირველად მოხდა. ქეცბაიას გუნდი 21 ქულით ლიდერობს.

მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (72-ე წუთზე შეცვალეს) "ლა ვალეტამ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "მოსტა". 24-ე წუთზე ანგარიში სწორედ ძარიამ გახსნა.

რუსეთი
პრემიერლიგა. საბა კვირკველიას (46-ე წუთზე შევიდა) "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ტამბოვი" და კვლავ მეორე ადგილზეა. საბამ ჩემპიონატში პირველი წუთები ითამაშა, ეს კი ჩორლუკას ტრავმის გამო მოხდა.

ქართველთა "რუბინი" შინ "ზენიტთან" დამარცხდა - 1:2. ბექა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია 59-ე წუთზე შევიდა, ზურიკო დავითაშვილი დისკვალიფიცირებული იყო.

ჯიმი ტაბიძის (ტრავმა) "უფა" შინ 1:1 ეთამაშა "სოჩის". ჯანო ანანიძის (სათადარიგო) "სპარტაკი" სტუმრად 0:0 ეთამაშა "ურალს". გია გრიგალავას (90 წუთი, გააფრთხილეს) "არსენალი" ტულაში "კრასნოდართან" დამარცხდა - 1:2.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "სკა-ხაბაროვსკი" სტუმრად "ჩერტანოვოსთან" დამარცხდა - 0:1.

უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძის (სათადარიგო) "დნიპრომ" შინ "ვორსკლას" მოუგო - 1:0. დავით ხოჭოლავას (არ უთამაშია) "შახტარმა" "ლვივს" 4:1 მოუგო.

ბელარუსი
ვისშაია ლიგა. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკი" სტუმრად "ბრესტთან" დამარცხდა - 0:1. ლაშა შინდაგორიძის (სათადარიგო) "შახტიორმა" სტუმრად "მინსკთან" წააგო - 0:1. გიორგი ქანთარიას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ნემანი" შინ "ენერგეტიკ-ბგუს" დაუზავდა - 1:1. ქართველის ანგარიშზე საგოლე პასია.

სომხეთი
პრემიერლიგა. ლევან მაჭარაშვილის "ლორიმ" შინ "არარატ-არმენია" დაამარცხა - 2:0.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. მერაბ გიგაურისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და დავით ვოლკოვის (90 წუთი) "გაბალა" სტუმრად "ნეფთჩისთან" 1:4 დამარცხდა.

უზბეკეთი
სუპერლიგა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ნასაფს".

ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) აგმკ-მ სტუმრად "კოკანდს" 3:1 მოუგო. 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა სტუმართა მესამე გოლი გაიტანა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლია. "ყიზილქუმი" შინ 1:1 დაუზავდა "ბუხოროს". მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ლაშა თოთაძე და მათე ვაწაძე იყვნენ, სტუმართა რიგებში კი - ჯაბა ლიპარტია. კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანა" სტუმრად "თერმეზთან" დამარცხდა - 0:1.
ასევე დაგაინტერესებთ