10:00 11-03-2024
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს სახეში დაარტყა. "ქოჯაელისპორის" კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
"ქოჯაელისპორის" რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა.
ქართველების გუნდი თურქეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. "ქოჯაელისპორი" მორიგ მატჩს 15 მარტს, "გენჩლერბირლიგის" წინააღმდეგ გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
თან სულ ემუქრებოდნენ ჩვენიანს. და რეებსა წერთ?
როგორ უნდა მოქცეულიყო? თქვენთან უნდა გამოქცეულიყო? ) მიშველეთო ))