"უფას" ფეხბურთელმა ახსნა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
"უფას" ქართველმა ფეხბურთელმა ნიკოლა გიორგობიანმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ჰქონდა შემოთავაზება.

- ქართული ფესვები გაქვს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე არ გიფიქრია?
- ამის თაობაზე საუბრები ჯერ კიდევ მაშინ მიდიოდა, როცა მეორე ლიგის "არმავირში" ვთამაშობდი. მამას დაურეკეს და ახალგაზრდული ნაკრების შესახებ ესაუბრებოდნენ, მაგრამ მაშინ ჩემთვის იქ თამაში არ შეიძლებოდა, რადგან ლეგიონერად ჩავითვლებოდი, ხოლო მეორე ლიგაში უცხოელების რეგისტრირება არ შეიძლება. ამიტომ მომიწია უარის თქმა. ლეგიონერად თუ არ ჩამთვლიდნენ, შეიძლება მიმეღო კიდეც ეს წინადადება. ძალიან საინტერესო იქნებო
და ჩემთვის თუნდაც ევროშესარჩევ მატჩებში თამაში და საკუთარი თავის გამოცდა საერთაშორისო არენაზე.

ნიკოლაი გიორგობიანი 22 წლის ნახევარმცველია, რომელიც სოჭში დაიბადა. ამჟამად ის "უფას" წევრია, მანამდე კი "სოჭში", "არმავირსა" და "ჩაიკაში" თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "უფას" ღირსებას ასევე ჯიმი ტაბიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა დრო გვიდგას ამის დედა,უფას ფეხბურთელი უარს გვეუბნება,ან კი ვინაა რომ ჯერ არც გამიგონია,საიდან ამოქექეს?)
ბათუმის ფანი
28 ნოემბერი 2019 21:21
9
დიდი არაფერი ფეხბურთელი ეგ არ არის,ჩვენც ვადევნებთ ტვალს ყფას თამაშს ჯიმის ხათრით,...მასეთები და მაგაზე უკეთესებიც ჩვენს ჩემპიონატშიც საკმაოდაა...ასე რომ ნი მოიკლავთ თავს მაგისანების გამო Nურც ჩვენ შეგვაწუხებთ
saurmag-1
28 ნოემბერი 2019 17:08
10
კაცურად რამდენმა წაიკითეთ თავიდან უფას მაგივრად უეფა? :D))
asaqsdasa
28 ნოემბერი 2019 16:54
8
მე წავიკიტხე უეფა :))))))))))))))))))))))))))))))))))
Dato
28 ნოემბერი 2019 18:07
7
მეც უეფა წავიკითხე :)))
1
28 ნოემბერი 2019 23:27
1
უფა ფეხბურთის ფლაგმანია როგორ არ გაგიგიათ? ერთი აიაქსის აკადემიაა და მეორე უფა. სერიოზული ტრამპლინია ტალანტებისთვის. :):):):):)
Zura
29 ნოემბერი 2019 06:12
4
KI კი უფა გრანდია, საღოლ ამას 22 წლის ამომავალი ვარსკვლავი უფადან
Daklakata
29 ნოემბერი 2019 13:32
3
ვიცი ეს ფეხბურთელი, ამის პოზიციაზე ჩაკვე გვყავს. ამათი შედარება კი სასაცილოა, ასე რომ არა უშავს თუ ვერ მოდის, წარმატებები უფაში :)
შაკო
29 ნოემბერი 2019 11:55
2

სიახლეები პოპულარული