გიორგი ქვილითაიამ "კორტრიკთან" შეუცვლელად ითამაშა და პენალტი გამოიმუშავა

AutoSharing Option
პირველ დეკემბერს, ბელგიის პირველი დივიზიონის მე-17 ტურში "გენტმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "კორტრიკს".

მწვრთნელი იეს ტორუპი იშვიათად აყენებს სასტარტოში თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, ამჯერად კი რომან იარემჩუკი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და შეუცვლელად ათამაშა.

ქვილითაია 61-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის მცველმა ვლადიმირ კოვაჩევიჩმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ვადის ოჯიჯა-ოფოემ გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა.

"გენტი" 32 ქულით მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს "ვარეგემს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული