"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახლდათ.

ქვილითაიამ კომენტარი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშზეც გააკეთა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები რობერტო მარტინესის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაუპირისპირდება.

"პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ჩემი აზრით, გამორჩეული ფავორიტიც არის, ამას მათი გუნდიდან და ფეხბურთელებიდან გამომდინარე ვამბობ. საქართველოს ნაკრებს როდესაც წნეხი ნაკლებად აქვს, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პორტუგალიის ნაკრებთან წნეხი არ იქნება ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს პირველ ორ თამაშში და
შეიძლება ყველაზე კარგი თამაში პორტუგალიასთან ჩავატაროთ.

ვიდეოს სრულად სანახავად გადადით ბმულზე 

altდვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altეს ქვილითაია იყო თუ მარადონა - გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და სტადიონი გადარია [VIDEO]

alt"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემის აზრით მთლად უწნეხოდ თამაშიც არ გამოვა, ზედმეტად არ უნდა მოდუნდნენ ბიჭები, და თუ ასეც მოხდა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აალაპარეკებს საქართველო! აბა თქვენ იცით ბიჭებო!
Irakli
20:26 02-06-2024
1
ამას ფეხბურთელი გონია თავი..6-გოლი სეზონში
8

სიახლეები პოპულარული