championat.com: გასაკვირია საბა კვირკველიას უთამაშებლობა - მის ბრწყინვალე დაბრუნებას ველით

AutoSharing Option
championat.com-ზე ჟურნალისტმა ბოგდან გორბუნოვმა წერილი გამოაქვეყნა - "10 ფეხბურთელი, რომელთაც გაზაფხულზე უნდა გაიბრწყინონ" და "ლოკომოტივის" მცველ საბა კვირკველიაზე გაამახვილა ყურადღება:

"სამწუხაროდ, რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში ერთბაშად რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელის თამაშით ვერ მივიღეთ სიამოვნება. ზოგიერთს ამაში ტრავმამ შეუშალა ხელი, ზოგიერთს კი სხვა წონადმა მიზეზებმა. ვიხსენებთ და გაზაფხულზე მათ ბრწყინვალე დაბრუნებას ველით.

გასაკვირია, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა კვირკველიამ მიმდინარე სეზონი "ლოკოში" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. საქმეში გასარკვევად Чемпионат-ი თავად ფეხბურთელს გაესაუბრა.

მაშინ კვირკველია ამტკიცებდა, რომ სათამაშო პრაქტიკის არქონა "რთულ ტრავმასთან" იყო დაკავშირებული.
გასულ სეზონში პაუზის გარეშე თამაშის გამო მცველს ისე ძლიერად ასტკივდა კუნთები, რომ ვარჯიშიც კი უჭირდა. საბას მწყობრში ჩადგომა შემოდგომაზე იყო ნავარაუდევი. სექტემბრის ბოლოს "ლოკოში", როგორც იქნა, ითამაშა რუსეთის თასზე, თუმცა შემდეგ ისევ ღრმა თადარიგში აღმოჩნდა.

მერე იური სიომინმა კვირკველია მხოლოდ ნოემბერში, "ტამბოვთან" მატჩის მეორე ტაიმში შეუშვა. მიუხედავად ამისა, წლის ბოლო შეხვედრა - "ატლეტიკოსთან" მან შეუცვლელად ჩაატარა. ასე რომ, უკვე გაზაფხულზე ქართველი მცველის "რკინიგზელთა" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას ველით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული