
ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული მატჩი (0:2) "ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა ობიექტურად შეაფასა და თავისი გუნდის მცველი საბა კვირკველია შეაქო.
"რატომ დავაყენე 3 ცენტრალური მცველი? "ატლეტიკოს" არ უნდა დაუტოვო თავისუფალი ზონები. მთელი ჩვენი შინაგანი რეზერვი გამოვიყენე. 5 მცველი გავიყვანე. ამიტომ დავაყენე კვირკველია და ურიგოდ არ უთამაშია.
იმისათვის, რათა ასეთი დონის გუნდებს სძლიო, მათი დონის ფეხბურთელები უნდა გყავდეს. ძალიან ფასეული გამოცდილება მივიღეთ. ჯგუფში მეოთხე ადგილი დავიკავეთ - რაც დავიმსახურეთ".