ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე მხოლოდ 11 წუთი ათამაშეს - "გენტი" დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "გენტი" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოსტენდესთან".

არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს.

გიორგი ქვილითაია 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე - 79-ეზე.

"გენტი" მესამე ადგილზე დაქვეითდა - 35 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე მყოფ "ანტვერპენს" 2 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს ლიდერ "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

ოსტენდე. "ვერსლუისი"
ოსტენდე - გენტი 2:1
გოლები: 0:1 დეპუატრი (10), 1:1 ჰუილსაგერი (27), 2:1 ვარგასი (54)
ასევე დაგაინტერესებთ