გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
"ვიტორია სეტუბალის" ქართველი მეკარე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურში ადგილობრივმა საიტმა goalpoint.pt-მა შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველზე:

"გიორგი მაკარიძე ("ვიტორია") 8.9 - გასულ ტურში ქართველმა კიპერმა ლიგის მიმდინარე სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. "ვიტორიამ" "დეპორტივო ავეში" მიიღო და გამარჯვება ქართველის წყალობით მოიპოვა. მაკარიძემ 7-ჯერ მოიგერია დარტყმული, აქედან 6 საჯარიმოს შიგნიდან, 1 კი პენალტიდან. ასევე, ერთ შემთხვევაში მისი კარის კუთხეში მიმავალი საოცარი ბურთიც აიღო."

მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ მინდოდა დაწერა,ძალიან მაგარ სეზონს ატარებს ვინც ადევნებთ ამ ბიჭის თამაშს,მითუმეტეს რო პპრტუგალიის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა.პორტუს და ბენფიკას მეკარეების მერე ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული რაც მართლაც რო გიორგის დამსახურებაა100%. მაგრამ აი თქვენ ჟურნალისტები ძაან ინერტულად წერთ მაკარიძეზე .
Çhjj
21:05 17-12-2019
0
მშენივრად თამაშობს მაკარიძე და რატომღაც შანსი არ ეძლევა ნაკრებში. მჯერა მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა. წარმატებები მაკარიძეს.
G.LA
19:50 17-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული