გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა და "სარაგოსა" თასის 1/32-ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
17 დეკემბერს, ესპანეთის თასის 1/64-ფინალში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" სტუმრად მესამე დივიზიონის "სოკუელამოსი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და არაგონულმა გუნდმა პაპუნაშვილის მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

რაც შეეხება სეგუნდა დივიზიონს, "სარაგოსა" 20 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა. პაპუნაშვილმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდვას უპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია გადაიფიქრებენ გაყიდვას და ლალიგაში გადავლენ
0
საერთოდ ამ ბიჭს ალღო აქვს ძალიან მაგარი გოლის გატანის!
gabo
09:52 18-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული