ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი უეფამ ტოპ-50 პერსპექტიულ ფეხბურთელში დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ტოპ-50 პერსპექტიულ ფეხბურთელში დაასახელა და ასე დაახასიათა:

"ნახევარმცველმა გიგანტური ნახტომი განახორციელა. ის ყოფილი შედეგიანი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის შვილია და უკვე ეროვნული ნაკრების წევრია".

ტოპ-50-ში აგრეთვე ანსუ ფატი (ბარსელონა), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერი) და გაბრიელ მატინელი (არსენალი) მოხვდნენ.

ზურიკო "რუბინში" 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და უმალ მისი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ