ზურიკო დავითაშვილი წარმატებული დრიბლინგებით რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგებით პირველ პოზიციაზეა.

ახალგაზრდა ქართველმა სულ 85-ჯერ სცადა დრიბლინგის განხორციელება და მათგან 53 წარმატებული აღმოჩნდა.

რაოდენობაში პირველ ადგილზე ყოფნის გარდა, ზურიკო წარმატებული დრიბლინგების 62% პროცენტიანი მაჩვენებლით რუსეთის პრემიერლიგაში მეორე ადგილზე და მხოლოდ თანაგუნდელ უკრაინელ მცველ დანჩენკოს ჩამორჩება (63%).

ზურიკო დავითაშვილი "რუბინს" თბილისის "ლოკომოტივიდან შეუერთდა და რუსეთის უმაღლეს ლიგაში 15 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცოტა სტატისტიკაც გააუმჯობესოს და მშვენიერი იქნება 15 მატჩში 1 გოლი ცოტა ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის
1
ვახ! რა მაგარი ყოფილა ელი! ხუთჯერ სცადა და ორჯერ ატყუებს, აბა გუცაევზე რას დაწერდით? ათიდან ცხრაჯერ მთელ გუნდს ატყუებდა. დიდი მატყუარა ოსი იყო ვოვა გუცაევი, დიდი მატყუარა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04:39 14-12-2019
2

სიახლეები პოპულარული